суббота, 14 марта 2015 г.

მეცხრე დღე

დასრულდა ჩვენი ტრენინგი, უზომოდ კმაყოფილი ვარ, ჩვენ შევაჯამეთ ყველაფერი რაც ვისწავლეთ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი. ვიცი რომ პროექტებით სწავლება ახლა აღარ გამიჭირდება,  უამრავი იდეა გამიჩნდა მომეცა სტიმული და მოსწავლეების წახალისების სურვილი. ვფიქრობ მათთვის უფრო სახალისო, ჩემთვის კი მარტივი იქნება ტექნოლოგიების დახმარებით ისწავლონ და მეც მივაღწიო სასურველ შედეგს. დიდი მადლობა ნახვამდის

пятница, 13 марта 2015 г.

მერვე დღე

დღეს განვიხილეთ ნამუშევრები, ტრენერის მითითებები კიდევ ერთხელ დამეხმარა გავრკვეულიყავი ყველაფერში.  ვისწავლე ბმულების გაკეთება   და ძალიან კმაყოფილი ვარ 

воскресенье, 8 марта 2015 г.

მეშვიდე დღე

ჩემი მოლოდინი გამართლდა, საინტერესო, მხიარული, მრავლის მომცემი ტრენინგი იყო. იმდენი რამ ვისწავლე გახარებული ვარ ძალიან. განსაკუთრებით მომეწონა ის რომ სლაიდების კეთება სრულყოფილად ვისწავლე. ბევრი საინტერესო საიტის არსებობის შესახებ გავიგე, ინტერნეტი საუკეთესო რესურსია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში ახლა უფრო მიზნობრივად და სწორად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.გავეცანი გარდნერისა ბლუმის მატრიცას რაც გამომადგება მოსწავლეებთან მუშაობისას ეს მეთოდი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში დამოუკიდებელი აზროვნების უნარს და უკუკავშირი კი მოსწავლეთა სწავლის შეფასებაში დამეხმარება

суббота, 7 марта 2015 г.

მეექვსე დღე

ძალიან საინტერესო დღე იყო, სლაიდების კეთება ვისწავლე რაც ძალიან მომეწონა.უკვე დავგეგმე რაში და როდის გამოვიყენებ ბევრ სლაიდს დავამზადებ და გამოვიყენებ გაკვეთილზე ყველაზემეტად ეს დღე მომეწონა ალბათ ხვალ უკეთესი იქნება 

воскресенье, 1 марта 2015 г.

მეხუთე დღე


მომწონს რასსაც ვაკეთებ, ძალიან სახალისოა მე ვფიქრობ რომ სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე აუცილებელია. ის რაც ვისწავლე დამეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.  სასწავლო პროცედურების აღწერა,როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები და სხვა რაც ვისწავლე დღეს სწორედ რომ კარგად გამომადგება პროექტებით სწავლების პროცესში.ისტ-ის როლი უდიდესია სწავლის პროცესში მეტიც, დიდი  წარმატების მიოღწევა  ისტის საშუალებითაა შესაძლებელი

суббота, 21 февраля 2015 г.

დღე მეოთხე

კარგი დღე იყო. ცოტა დავიღალე რაც ჩემს მუშაობაზეც აისახა, წამეშალა ფაილი, დამეკარგა და სად შევინახე არ მახსოვდა მერე დიდ ხანს ვეძებე, ბოლოს ვიპოვე გვანცას დახმარებით. მაგრამ ღირდა დაღლას,  საკმაოდ პროდუქტიული დღე იყო, ვგრძნობ რომ ვიზრდები ჩემს პროფესიაში. ენერგიას კი აღვიდგენ როცა სახლში დავბრუნდები, ჩემს პატარას ვნახავ და ჩავეხუტები

воскресенье, 15 февраля 2015 г.

მესამე დღე

დღეს უფრო ჩავუღრმავდი ჩემს პროექტს. დღევანდელმა ტრენინგმა მასწავლა,  რომ სწორად დასმული (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი) კითხვები მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. რაც ძალიან დამეხმარება.