კარგი დღე იყო. ცოტა დავიღალე რაც ჩემს მუშაობაზეც აისახა, წამეშალა ფაილი, დამეკარგა და სად შევინახე არ მახსოვდა მერე დიდ ხანს ვეძებე, ბოლოს ვიპოვე გვანცას დახმარებით. მაგრამ ღირდა დაღლას, საკმაოდ პროდუქტიული დღე იყო, ვგრძნობ რომ ვიზრდები ჩემს პროფესიაში. ენერგიას კი აღვიდგენ როცა სახლში დავბრუნდები, ჩემს პატარას ვნახავ და ჩავეხუტები
суббота, 21 февраля 2015 г.
воскресенье, 15 февраля 2015 г.
მესამე დღე
დღეს უფრო ჩავუღრმავდი ჩემს პროექტს. დღევანდელმა ტრენინგმა მასწავლა, რომ სწორად დასმული (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი) კითხვები მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. რაც ძალიან დამეხმარება.
მეორე დღე
დღეს აღმოვაჩინე რომ ყველაფერი არც ისეთი რთული ყოფილა და ამავე დროს არც მარტივი. ჩემი წარმოდგენა პროექტებით სწავლების შესახებ მთლიანად შეიცვალა და აღმოვაჩინე რომ ბევრი რამ არ მცოდნია. მომავალში პროექტებს დავგეგმავ და განვახორციელებ სწორედ იმ მიმართულებით რასაც აქ გავეცანი.კმაყოფილი ვარ ამ ტრერნინგს რომ ვესწრები.
პირველი დღე
საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი, გამიჩნდა იდეები, დამეხმარა უფრო თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების მოფიქრებაში რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. მაინტერესებს როგორი იქნება მომდევნო დღე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)